|
პრაღაში გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა ჟურნალისტი თენგიზ გუდავა. ამის შესახებ ინფორმაციულ-ანალიტიკური პორტალი “აპსნი.გე” იუწყება.
წყაროს ცნობით, ჟურნალისტი და უფლებდამცველი, 55 წლის თენგის გუდავა გაურკვეველ ვითარებაში ტრაგიკულად დაიღუპა.
გუდავა 1953 წელს დაიბადა. თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა. 1970-იან წლებში ახალგაზრდობის არაფორმალური ლიდერი და დისიდენტი იყო. ორჯერ გასამართლებული და დაახლობით 5 წელი ბანაკში გაატარა. 1987 წელს თენგიზ გუდავა საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. ამ დროიდან 2004 წლამდე “რადიო თავისუფლების” რუსული ბიუროში მუშაობდა.
|