მკვლელობა მოხდა სოფელ მეტეხში. 30 წლის ვახტანგ კორკოტაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ინციდენტი კასპის რაიონის სოფელში აღდგომის ღამეს მოხდა. სოფლის მცხოვრებლებს შელაპარაკება მოუვიდათ მეტეხში ჩასულ სტუმრებთან. ყველა ნასვამი იყო. კამათი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ვახტანგ კორკოტაშვილი შემთხვევის ადგილზე საკუთარი მეგობრების დასახმარებლად მივიდა. მას ტყვია სახის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.