სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებენ. აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა უკვე წერილობითი მოთხოვნაც მოამზადეს და მთავრობის წევრებსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს გაუგზავნეს.
მათ მიაჩნიათ, რომ დღევანდელი პოლიტიკურ ვითარების ფონზე, მაშტაბური და ხანგრძლივი აქციები ქვეყნის სტაბილურობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
`თხოვნით მივმართავთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას, რომ დროულად შედგეს მათ შორის კონსტრუქციული დიალოგი, იქნეს მიღწეული გარკვეული შეთანხმებები, რაც წაადგება ქვეყნის მომავალს და მის განვითარებას. შემდეგ კი ვისურვებდით, რომ მათ ერთობლივად ემუშავათ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.