ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სეპარატისტების მიერ დანიშნული ე.წ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ახალგორის რაიონში ორი მაჟორიტარი კანდიდატი უკვე შეარჩია. აქედან ერთ-ერთი ცხინვალელი ქართველია. კოკოითის მთავრობამ ახალგორის რაიონის დეპუტატობის კანდიდატებად პაკო ბარათაშვილი და ვლადიმერ გაბარაევი წარადგინა.
ქართული მხარის ინფორმაციით პაკო ბარათაშვილს დედა რუსი ჰყავს და რუსულად არის აღზრდილი. ამასთან, ცხინვალელია და 90-იანი წლების ომის შემდეგაც კი ცხინვალიდან არ წამოსულა. ადგილობრივი ქართველებიდან დღემდე ცხინვალის მთავრობის მოთხოვნას მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრაზე არავინ დასთანხმებია.