მილიბენდი: ნატო რუსეთის გავლენის სფეროებს არასოდეს აღიარებს
ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების თაობაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბი-ბი-სის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინეტრვიუში ისაუბრა.
დევიდ მილიბენდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილი სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ნატო მას მხარს დაუჭერს.
დიდი ბრიატანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ნატო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას და რუსეთის გავლენის სფეროებს არასოდეს აღიარებს. თუმცა მისი თქმით ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგი გარდაუვალია.