ბადრი ბიწაძე ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ბადრი ბიწაძემ ცენტრის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის უწყება აგრძელებს სასაზღვრო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებზე ზეწოლას, იბარებენ მათ შს სამინისტროში, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აიძულებენ, მისცენ ცრუ ჩვენება ბიწაძის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ეს არის ზეწოლა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობთ მუდმივი პოლიტიკური ტერორის პირობებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ მალე ანგარიშსწორების ტალღა თავად მას შემოუბრუნდება“, აცხადებს ბადრი ბიწაძე
ბადრი ბიწაძე აფრთხილებს ვანო მერაბიშვილს, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა.