გორის მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს
დაახლოებით ნახევარი საათია, გორის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმის.
როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და პოლიციაში განმარტავენ, აფეთქებები ქალაქის ირგვლივ არსებულ დანაღმულ ტერიტორიებზე განაღმვითი სამუშაოების წარმოებას უკავშირდება.
გორის გარშემო ჯერ კიდევ არსებობს ტერიტორიები, სადაც განაღმვითი სამუშაოები არ ჩატარებულა და ეს პროცესი დღეს დილიდან დაიწყო.
სამართალდამცავების განცხადებით, განაღმვითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.