ოპოზიციის ლიდრები და აქციის მონაწილეები 19.00 საათზე I არხის შენობისკენ დაიძვრებიან. ამის შესახებ დღეს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგზე ოპოზიის ერთერთმა წარმომადგენელმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
ამასთან, “კონსერვატორმა” ბეჟან გუნავამ მოუწოდა მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს აქციაზე, რადგან გაკეთდება ახალი განცხადება.
“გამოდით და შემოუერთდით აქციას, რადგან ჩვენ გვჭირდება დიდი რაოდენობით ადამიანი”, _ დასძინა გუნავამ.