eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 00:37:39

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
პოლიტიკა
ქალების ერთდღიანი ბუნტი მეხუთე კოლონიაში

 

ნორა კვიციანსაც აქეზებდნენ, მაგრამ ძალიან მორწმუნე ქალია და ხმა არ ამოუღია

 

საინფორმაციო საშუალებების პროგნოზით,  სააღდგომო ამნისტია 400-მდე პატიმარს უნდა მიეღო, მაგრამ მიუხედავად საპატრიარქოს შუამდგომლობისა, ქალთა კოლონიიდან შესაწყალებელთა სია 23 ადამიანით შეივსო და მათგან მხოლოდ 6 შეირჩა. პროგნოზი  არ გამართლდა, რასაც შედეგად 18 აპრილი მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით უშუალოდ ზედამხედველს ვესაუბრეთ, რომელმაც ზედმიწევნით იცის თითოეული პატიმრის ზნე-ჩვეულებები და 18 აპრილის ღამეს მორიგეობდა #5 კოლონიაში. ვინაობას მისივე ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ.

ზედამხედველი: ,,რომ გაიგეს, 300 პატიმარი უნდა გამოუშვანო, მთელი ციხე ჩემოდნებზე იჯდა, დაახლოებით 50-მდე პატიმარია ისეთი, მძიმე მუხლი რომ აქვთ და მეორედ და მესამედ რომ არიან შემოსულები, თან ზოგი მიშას ვერ იტანს და ამ არეულობისას ააბუნტეს ისეთი პატიმრები, ხმასაც რომ არ ამოიღებდნენ.

ნორა კვიციანსაც აქეზებდნენ, მაგრამ ძალიან მორწმუნე ქალია და ხმა არ ამოუღია. ბაღათურია მოინდომეს დასალაპარაკებლად, თუმცა მერე ისიც დაიწუნეს, სოზარიც უხეშად მოიხსენიეს _ ,,მიშას ტრიაპკა" ხარო. შაშკინი ელოდა და, რომ არ დაწყნარდნენ, გადაანაწილა #1 კოლონიაში".
ჯონდი ბაღათურიას, წმინდა დღესასწაულების გამო, 21 აპრილს ვესაუბრეთ, რომელიც პროკურატურაში დაიბარეს მოწმის სტატუსით, 18 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც 4 საათი და 30 წუთი დასჭირდა და რომელიც #1 ქალთა კოლონიაში საშვის არქონის გამო `შემთხვევითი მოწმე გახდა".

_ ბატონო ჯონდი, რატომ არ გქონდათ საშვი?

_ არ ვიცი, არასდროს დამჭირვებია. ყველგან ისე შევდიოდი და პარლამენტში დამრჩა. 18 აპრილს, სანამ მე წამოვიდოდი, არანაირი ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მე რომ წამოვედი, მას შემდეგ, რაც ეტაპირება დაიწყო, ეჭვი მაქვს, რომ რაღაც მოხდა, თორემ დღეს შემიშვებდნენ.

_ ტელევიზიით გავრცელდა ერთ-ერთი პატიმრის ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმრებმა ბლაგვი საგნით მიიყენეს სხეულის დაზიანება. თქვენ თუ იცით ამის შესახებ რაიმე?

_ ეს შემთხვევა საერთოდ პირველად მესმის და თუ მართლა იყო ასეთი ფაქტი, მაშინ გამოდის, რომ შაშკინი გვატყუებს, ყოველ ნახევარ საათში რომ გამოდიოდა და ამბობდა, ერთი დაშავებული და დაზარალებულიც კი არ გვყავსო.  

_ საქმე კონკრეტული პირების მიმართაც არის აღძრული?

_ საქმე აღძრულია კონკრეტულ ფაქტზე, რის შემდეგაც გავლენ კონკრეტული პირების კვალზე. მათ აქვთ ზარები, უამრავი სატელეფონო ზარი იყო... გაშიფრავენ მოსმენებს და ამის შემდეგ დადგინდება ყველაფერი.

_ ვარაუდობენ, რომ #5 კოლონიის ტერიტორია იყიდება და უნდა დაინგრეს. ამის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია, ან დაახლოებით მაინც თუ გაარკვიეთ, როდისთვის დააბრუნებენ პატიმრებს #1 კოლონიიდან?

_ ამის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს. უბრალოდ, როგორც თვითონ ამბობენ, შიგნიდან არის დანგრეულიო, რასაც მე ვერ დაგიდასტურებთ, რადგან არ მინახავს დაზიანების შემდეგ ეს კოლონია. ალბათ, 1-2 თვეში ჩვეულ მდგომარეობაში მოიყვანენ შენობას და ეტაპობრივად გადმოიყვანენ პატიმრებს".

ჩვენებაზე შესულ ჯონდი ბაღათურიას პროკურატურის წინ რამდენიმე არშეწყალებული პატიმრის მშობელი ელოდა.

ლია ბაჩანაშვილი: 3 წელი აქვს მისჯილი და 10 თვე დარჩა. სანდო პირმაც დამირეკა და მითხრა, 17-ში შენს გოგოს სამებასთან დახვდიო, წინა დღეს ციხის უფროსს უთქვამს, მედიკო ალანია, ,,სვეშამიო", მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა.

18-ში დამირეკა, ეს ამბები რომ იყო, ციხეში, დედა, გოგოებმა თქვეს, მე მგონი, გაზის მილი გატეხეს, ალბათ ჩვენ რომ დაგვბრალდესო. კარებიც გაგვიღეს მაგრამ ჩვენ არ გამოვსულვართო.

ავადმყოფად მექცა შვილი, რომ დაიჭირეს, ,,კაპეზეზე" ისე უცემიათ, 2 კვირა ვერ დადიოდა. არ გვეუბნებოდა, უარესი არ გამიკეთონო. მწვავე ნეფრიტი აქვს, ისე ურტყიათ თირკმელებში, ერთხელ შეტევაც ჰქონდა თირკმელებისაგან და ძლივს მოუსულიერებიათ საავადმყოფომდე.

ჩემი შვილის გარდა ბევრია ისეთი, მართლა რომ ეკუთვნოდათ გამოსვლა, მაგრამ რატომ არ შეიწყალეს, არ ვიცით. იქ ისეთ დღეში არიან, ელემენტარულ ინფორმაციას ვერ იგებენ. ნეტავ ისევ აქეთ გადმოიყვანდნენ და ამნისტიას ვინღა დაეძებს".

როგორც პატიმართა მშობლები აცხადებენ, არც ერთი პატიმრისთვის არ მიუტანიათ პირადი ნივთები და, სამწუხაროდ, დაზუსტებით ვერც ვერავინ  ამბობს, თუ როდისთვის მოხდება პატიმრების ისევ შედარებით უკეთეს პირობებში, #5 კოლონიაში დაბრუნება.

P.S: დემოკრატიის მანტიით შემოსილ მინისტრ შაშკინში ბევრმა ოპოზიციონერმა უკვე ამოიცნო "გადაცმული მგელი". მათი აზრით, შაშკინისთვის სამართლიანობა და ადამიანის უფლებები იქ მთავრდება, სადაც მინისტრის სავარძელი იწყება. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მინისტრობა და სამართლიანობა შეუთავსებელი მცნებაა, შაშკინი რას ფიქრობს, კაცმა არ იცის, რადგან ჯერჯერობით რასაც ის აცხადებს, ეს მისი კი არა, მისი უფროსობის აზრი და ნაფიქრალია. 

 

ლუკა პაიჭაძე
2009.04.24 16:04
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 98 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63