დღეს აქციაზე შეკრება დასრულებულია. საკანონმდებლო ორგანოდან მომიტინგეების ნაწილმა პრეზიდენტის კანცელარიასთან ავლაბარში გადაინაცვლა, თუმცა მცირე ხნით. მოწოდებები კი მიტინგზე ორი საათი ისმოდა. პირველი განცხადება დღეს კობა დავითაშვილმა გააკეთა და მოსახლეობას ახალი გადაწყვეტილება ამცნო. ოპოზიციას დაფინანსება სჭირდება და ამისათვის ყულაბები დაიდგმება. პარალელურად, გაიხსნება ანგარიში ბანკში. ყულაბები - ორი ყუთი პარლამენტთან უკვე მიიტანეს.
ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ თითოეული ოპოზიციონერი გეგიძე და კორკოტაშვილი იქნება და პროვოკატორებს შესაბამის პასუხს გასცემენ. მან `სახალხო პატრულის` წევრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ მათი პატრულირების გამოა სიმშვიდე აქციებზე.
ამ დროისათვის ავლაბარში, კოსტავასა და რუსთაველის გამზირზე საკნებში რამდენიმე ათეული მომიტინგე რჩება.