|
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ივნისში კავკასიაში მიემგზავრება და ცოტა ხნით თბილისში გაჩერების შესაძლებლობასაც განიხილავს. ამის შესახებ „ფორინპრეს.ჯი“ ფრანგულ გამოცემა „ელ ექსპრესზე“ დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, 25 და 26 ივნისს ნიკოლა სარკოზი სომხეთს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს ეწვევა. კავკასიაში მოგზაურობის დროს კი, ცოტა ხნით თბილისში გაჩერებასაც გეგმავს.
„ინფორმაცია, რომელსაც ამ ეტაპზე ელისეის სასახლეში უარყოფენ, მოსკოვს აუცილებლად გააღიზიანებს“, - წერს გაზეთი და მიუთითებს, რომ ბოლო ათი თვის განმავლობაში თბილისში ეს სარკოზის მესამე ვიზიტი იქნება.
|