|
თსუ-ს თვითმმართველობა დღეს უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში საქველმოქმედო საღამოს გამართავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობიდან აცნობეს, საქველმოქმედო საღამო სტუდენტური ძალებით გაიმართება. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის მხატვრული ნომრები.
აქციაზე მიწვეული არიან ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა სტუმრები.
საღამოდან შემოსული თანხა თბილისში ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს გადაეცემა.
|