|
ბაქოს ნავთობის აკადემიაში სროლების შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაიჭრა.
წინასწარი ინფორმაციით, ორი თავდამსხმელიდან ერთმა თავი მოიკლა, მეორე კი განიარაღებულია. თუმცა ვრცელდება ვერსია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს და იგი აფრო-არაბული წარმოშობის იყო.
თვითმხილველთა მონაყოლის მიხედვით, ინციდენტი უმაღლესი სასწავლებლის მეორე კორპუსთან დაიწყო; სტუდენტებს შორის შეკამათება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პისტოლეტი ამოიღო და სროლა დაიწყო. ამის შემდეგ იგი შენობაში შევარდა და სროლა იქაც გააგრძელა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
|