ოპოზიციის აქტივისტის მორიგი განაცხადი თავდასხმაზე. ინციდენტი გლდანში წუხელ მოხდა. ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის - თემურ გეგეშაშვილის მტკიცებით, მას თავს უცნობი პირები დაესხნენ და სცემეს.
დაზარალებული რუსთაველის გამზირზე მიმდიანრე აქციაზე მივიდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს შეატყობინა. პარლამეტის წინ მყოფმა დავით გამყრელიძემ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა.
`სამწუხაროა, რომ აქციების მონაწილეებზე მიმდინარეობს ნადირობა ქალაქის მთელ ტერიტორიაზე და არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს ფაქტი, რომ ან ვიდეოკამერით ან რაიმე სხვა მტკიცებულებით გამოიძიონ ასეთი ფაქტები,`- განაცხადა გამყრელიძემ.