“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს თავად მისი და მისი პარტიის უკვე ძალიან შეეშინდა.
ბურჯანაძემ დღეს კომენტარი გააკეთა ტელევიზიებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც აღბეჭდილია, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელთან” მდებარე ერთ-ერთ საკანში “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” აქტივისტი ნარკოტიკულ საშუალებას იყენებს.
“საკანში დაფიქსირებული ადამიანიდან არც ერთი ჩემი პარტიის წევრი არ არის”,-აღნიშნა მან.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მოდაში შემოვიდა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრებზე ათასგვარი ცილისწამებისა და პროვოკაციის მოწყობა.
“გავიგე, მიშა, რომ ძალიან გეშინია ბურჯანაძის. თუმცა, გარკვევით მინდა, დავაფიქსირო, რომ აღნიშნული პროვოკაციებით ფონს ვერ გახვალ”, - მიმართა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ბურჯანაძემ მოუწოდება შს სამინისტროს, დაკითხოს თავად ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი.
“ძალზედ საეჭვოდ აჩვენება ის ფაქტი, რომ შს სამინისტროს კამერა შედის მაინცდამაინც იმ კარვებში, სადაც იღებენ ნარკოტიკებს და დგამს მსგავს სპექტაკლებს. ყველა საკითხს გამოვიძიებ ბოლომდე და მზად ვარ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართო”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
|