დღეიდან ოპოზიცია თბილისის შემოსასვლელებისა და ცენტრალური ტრასების პიკეტირებას იწყებს , რომელიც გამაფრთხილებელი ხასიათის იქნება .
დღეს , 16:00-დან 17:00 საათამდე ავტომობილებით თბილისის შემოსასავლელების პიკეტირება გაიმართება . კერძოდ , პიკეტირება მოეწყობა ნატახტარის ტეკთან , კახეთის გზატკეცილზე - გომბორის ტეკთან და რუსთავი -მარნეულის გზაგასაყარ მოედანზე .
ლევან გაჩეჩილაძე და „ეროვნული ფორუმი “ გადაკეტავს ცენტრალურ ავტობანს მცხეთის გასასვლელიდან ნატახტარამდე ; ეკა ბესელია , სალომე ზურაბიშვილი და „ალიანსი საქართველოსთვის “ გადაკეტავენ გზას სოფელ ვაზიანიდან გომბორის ტეკამდე . ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო “, „ხალხის პარტია “ და „კონსერვატული პარტია “ გზას გადაკეტავენ რუსთავისა და მარნეულის გზაგასაყარზე , ფონიჭალასთან .
8 მაისს კი , გაიმართება პიკეტირება რეგიონების ცენტრალურ ტრასებზე . “8 მაისის პიკეტირების დროს სააკაშვილს მიეცემა 72-საათიანი ვადა , რათა დააკმაყოფილოს ხალხის ნება გადადგომის თაობაზე და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტიტუციურად გადაბარების საკითხებზე . მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში , 11 მაისს ცენტრალურ ტრასაზე მოეწყობა ავტომობილებით პიკეტირება , პოკეტირების ადგილები კი , 10 მაისს გამოცხადდება ”, - ნათქვამია 9 აპრილის საორგანიზაციო შტაბის განცახდებაში . ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ კი ოპოზიცია სასაზღვრო -გამშვები პუნქტების პიკეტირებასაც არ გამორიცხავს .