მუხროვანის ბატალიონში რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი მივიდა
მუხროვანის ბატალიონში რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი მივიდა.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი მუხროვანიდან იუწყება, მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი რამდენიმე ათეული “კობრას" ტიპის მანქანა ტერიტორიიდან გაიყვანეს, თუმცა ბატალიონის ტერიტორიაზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სპეცრაზმელები.
მუხროვანის სამხედრო ნაწილში იმყოფებიან, აგრეთვე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე.
მუხროვანში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. დაფრინავენ სამხედრო შვეულმფრენები, ინტენიუსრად მოძრაობს სამხედრო ტექნიკა.