eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 00:35:28

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(5.0)
ინფორმაცია
ე.წ. აფხაზურმა ეკლესიამ „საქართელოს ეკლესიისგან ოფიციალურად გამოყოფის“ შესახებ განაცხადა
აფხაზურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფის თაობაზე გამოაცხადა. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
 სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელმა, ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ „აფხაზურმა ეკლესიამ ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად გამოეყო“.
 „ქართულ-აფხაზური ომი შემდეგ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უმაღლეს მართლმადიდებლურ ინსტანციებს, მაგრამ ყველა მათგანი დუმდა, რადგან ქართულ ეპარქიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდათ“, - აღნიშნა აპლიამ.  
 მისივე თქმით, სოხუმის საკათედრო ტაძარში გუშინ ეპარქიის ყველა საეკლესიო მსახურის შეკრება გაიმართა, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. 
 „სოხუმ-აფხაზეთის ეპარქია 1943 წლიდან საქართველოს კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და აფხაზეთის ტერიტორია ძალადიბრივად გადასცეს საქართველოს ეკლესიას. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის შესახებ შეგვიძლია განვაცხადოთ“, - განაცხადა ბესარიონ აპლიამ.  
 მისი ინფორმაციით, აფხაზურ ეკლესიაში იქნება ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიები. აპლიას განცხადებით, ე.წ. აფხაზური ეკლესია აპირებს, დახმარებისთვის მოსკოვის პატრიარქს მიმართოს.
 აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით აღიარებს.

Interpressnews
2009.09.16 11:50
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 89 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63