ვენაში ე.წ. კორფუს პროცესის ფარგლებში არაფორმალური შეხვედრა გაიმართა
ვენაში ე.წ. კორფუს პროცესის ეგიდით არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გაუმჯობესების საკითხებს ეხება. შეხვედრა ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოების სხვადასხვა დონეების და თანამშრომლობაზე ორიენტირებული უსაფრთხოების პრობლემატიკას მიეძღვნა. ვენაში საქართველოს მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძე. კაპანაძემ წარმოადგინა საქართველოს ხედვა იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ეუთო-ს რეფორმირება.