დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საპენსიო ასაკის შემცირებას ითხოვს. ეს მოთხოვნა ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
მისი განმარტებით, მამაკაცთა საპენსიო ასაკი 60 წლამდე უნდა შემცირდეს, ხოლო ქალთა 55 წლამდე. მისი ინიციატივა ასევე, გულისხმობს იმას, რომ 600 ათასი ასაკით პენსიონერისთვის მინიმალური პენსიის 150 ლარამდე გაზრდას.
ბაღათურიას მტკიცებით, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეამციროს და პენსიონერებს საშუალო პენსია საარსებო მინიმუმამდე გაუზარდოს.
როგორც ბაღათურია აცხადებს, აღნიშნუდ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები უკვე მომზადებული აქვს და პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს კვირის ბოლომდე ჩააბარებს. ინიცირება კი ბიუროს უახლოს სხდომაზე მოხდება.