გია ცაგარეიშვილი პარლამენტში ლუსტრაციის კანონის შეტანას საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს
დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დღეს პარლამენტში ლუსტრაციის კანონის შეტანას საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს და კითხულობს, თუ ეს საკითხი რატომ გახდა ახლა მისაღები უმრავლესობის იმ წევრბისთვის, ვინც წინა მოწვევის პარლამენტში ამ კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ეს განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამასთან, ცაგარეიშვილმა წარმოადგინა წინა მოწვევის პარლამენტში ლუსტრაციის კანონის განხილვის სტენოგრამული ჩანაწერები და ასევე კენჭისყრის შედეგები, სადაც მაშინდელი უმრავლესობა ლუსტრაციის კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
"მაინტერესებს, რა შეიცვალა იმის მერე, რომ ახლა უმრავლესობის იმ წევრვბისთვის, ვინც მაშინაც უმრავლესობაში იყვნენ და ამ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ეს კანონი არა თუ მისაღები, არამედ აუცილებელიც გახდა. არ ვიცი, ძველი "კაგებეშნიკების~ სულების რეინკარნაცია მოხდა თუ სხვა რამ~, _ კითხულობს ცაგარეიშვილი.
მისივე თქმით, თორთლაძის მიერ შემოტანილი კანონპროექტი ფაქტობრივად არის წინა მოწვევის პარლამენტში კახა კუკავას მიერ დაწერილი კანონ-პროექტის ასლი და კითხულობს, რომ "თუ მაშინ არ იყო მისაღები, ახლა რატომ გახდა აუცილებელი.~
"ეს არის ნათელი მაგადითი იმისა, თუ როგორ უყურებს ხელისუფლება საკითხებს და რა პრინციპებით ურთიერთობს ოპოზიციასთან~, - აცხადებს ცაგარეიშვილი. როგორც იგი აღნიშნავს, ამ კანონის მიღება ძალიან დაგვიანებულია და ახლა `ამ თემის შემოგდება~ არის `საზოგადოების ყურადღების გადატანის მდელობა.~