eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 01:25:07

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
პოლიტიკა
ომბუდსმენი: სასამართლოს გადაწყვეტილება ”იმედის” წინააღმდეგ უკანონოა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედის” ქონების დაყადაღების შესახებ ”გაუმართლებელი” და ”უკანონოა,” განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

7 ნოემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც მხოლოდ 13 ნოემბერს გახმოვანდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ქონება იმ მოტივით დააყადაღა, რომ ”იმედი” გამოიყენეს როგორც ”მთავარი იარაღი” დემონსტრაციების ორგანიზებისთვის, რაც თანდათან კონტროლიდან გამოვიდა და შექმნა ”მყისიერი და რეალური საფრთხე ვითარების კიდევ უფრო ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა“. მოგვიანებით, 6 დეკემბერს სასამართლომ შეცვალა ეს გადაწყვეტილება და ტელეკომპანიას ყადაღა მოუხსნა.

სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მან შეისწავლა სასამართლოს გადაწყვეტილება ”იმედის” ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით და საჭიროდ მიიჩნია რეკომენდაცია მისცეს იუსტიციის საბჭოს დისციპლინარული პროცედურები დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ.

სასამართლოს მიერ 7 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ”იმედმა” ტელეკომპანიის თანამფლობელის ბადრი პატარკაციშვილის წერილობითი განცხადება წაიკითხა. სწორედ პატარკაციშვილია ეჭვმიტანილი ხელისუფლების მიერ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში. ეს განცხადება ”იმედმა” 7 ნოემბერს საღამოს გაუშვა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია დაარბია. განცხადებაში პატარკაციშვილი ამბობს, რომ ის არაფერს არ დაიშურებს იმისათვის, რომ საქართველო ”სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისგან” გაათავისუფლოს.

”იმ საფუძვლით, რომ საქართველოს დედაქალაქში შექმნილი იყო მასობრივი არეულობა... გამოძიების ვარაუდით, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ აღნიშნულ პროცესებს შეიძლება მიეღო კიდევ უფრო მძიმე და უმართავი ხასიათი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით,” – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილის განცხადება არ შეიცავდა არანაირ მოწოდებას ძალადობისკენ. 

”მეტიც ეს განცხადება საერთოდ არ შეიცავს მოწოდებას. უბრალოდ, მასში გაკეთებულია ძალიან მკაცრი, კრიტიკული შეფასებები,” - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 7 ნოემბრითაა დათარიღებული, ის ფაქტიურად მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პოლიციამ იმედის შენობა დაარბია, რათა სამართლებრივი საფუძველი მიეცა ხელისუფლების გადაწყვეტილებისთვის ტელეკომპანიის დახურვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ პატარკაციშვილის განცხადება ”იმედმა” 7 ნოემბერს 18:28 საათზე წაიკითხა, ხოლო სპეცრაზზმა ტელეკომპანიის ოფისი 2 საათის შემდეგ დაარბია. შეუძლებელი იქნებოდა, ერთი მხრივ, გამომძიებლისთვის განეხორციელებინა ყველა სამართლებრივი პროცედურა და სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა, ხოლო მეორე მხრივ, თავად სასამართლო ვერ მოასწრებდა ამ პერიოდში პროკურატურის შუამდგომლობის განხილვას, აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

Civil Georgia
2007.12.12 15:59
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 45 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63