რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრა კვირას, 20 იანვარს იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასაუბრო თემა ძალიან ბევრია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კვირას საქართველოში ძალიან ბევრი სტუმარი იქნება, კონკრეტულად ჯერ უცობია, რამდენი საკითხის განხილვა მოხერხდება. 'ის პოლიტიკური ნება რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებისა, რომელიც ჩემი მხრიდან იქნა გამოხატული, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მხარე ამ ნებას პასუხისმგებლობით მოეკიდება,' აღნიშნა ბეჟუაშვილმა.
რაც შეეხება ლავროვთან შეხვედრის ფორმატს, ბეჟუაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუს კოლეგას პირისპირ შეხვდეს.
ის ასევე არ გამორიცხავს, რომ რაღაც ეტაპზე სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრაც შედგეს. სერგეი ლავროვი თბილისში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოდის.