Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 21
Geotimes - სიახლეები
აშშ-ის საელჩო - საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს სამხედრო სწავლებას, 21.05.2026 11:50

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს „ტროას ნაკვალევს", აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობით ევროპაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

 

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ამ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ნატო-სთან თავსებადობის განმტკიცება და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად ერთობლივი მზადყოფნის გაუმჯობესებაა.

 

„2026 წლის სწავლებაში მონაწილეობს დაახლოებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 2 000 სამხედრო მოსამსახურე", - წერს აშშ-ის საელჩო.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ