04.11.2026 00:29
„ევრონიუსის" ჟურნალისტის ისტერიულმა ტონმა ევრობიუროკრატიის უმძიმესი მდგომარეობა გვიჩვენა", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი წერს.
მძინარაშვილი ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში პრემიერის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ეხმიანება და ამბობს, რომ მისი ეს ინტერვიუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მასტერკლასი იყო:
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი „ევროინტერვიუ" იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მასტერკლასი ზუსტი მესიჯებით.
„ევრონიუსის" ჟურნალისტის ისტერიულმა ტონმა კი ევრობიუროკრატიის უმძიმესი მდგომარეობა გვიჩვენა. ფოტოსურათის გადაღების (თუ გადაუღებლობის) არგუმენტად მოყვანა ხომ საერთოდ სხვა „სიმაღლეა"!
„უბერავთ, ქალბატონო?!", - აცხადებს მძინარაშვილი.