ბექა ძამაშვილი – ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, გვაქვს საშუალება, რუსეთს მოვუწოდოთ განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ 02.07.2026 16:28

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების 67-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობდა.

 

როგორც ბექა ძამაშვილმა განაცხადა, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ პრობლემებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე.

 

„შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორებიც არის დევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე", - განაცხდა ბექა ძამაშვილმა.

 

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეეხებოდა ქართველი სამხედროების - გიორგი ანწუხელიძის, უშანგი ხუბულურისა და ზაზა სოფრომაძის წამებასა და მკვლელობას.

 

„ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და მოლაპარაკებების სახით გვაქვს საშუალება, მოვუწოდოთ მას განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი 30 ივნისს-პირველ ივლისს გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი 10-11 ნოემბერს გაიმართება.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ