პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 02.07.2026 19:06

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

 

დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოსა და უზბეკეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

 

ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

 

ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

 

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვია.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ