თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე თურქეთის საელჩოს მრჩევლებს შეხვდა 03.07.2026 11:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე შინაგან საქმეთა საკითხებში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლებს, ჰაქან ბეჯელსა და ნეჯმეთინ თეთიქს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას, რაც პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ