უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვმა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვმა ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერეს 04.07.2026 10:21

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა: „ეიპიემ ტერმინალს ფოთი", „პეის ჯგუფის" ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო და შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი.

 

მარიამ ქვრივიშვილი ლაზიზ კუდრატოვთან და ილხომ მახკამოვთან ერთად ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვია, რომელიც ბიზნესსაქმიანობის მოცულობით ქვეყანაში მოწინავეა.

 

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ