ირაკლი კობახიძე – ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა 10.07.2026 15:23

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეფასებასაც არ იმსახურებს. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აქტიდან შესაბამის დასკვნები იქნება გამოტანილი.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, ასეთი დოკუმენტები არა მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიის, არამედ, ზოგადად, ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ