ლევან ჟორჟოლიანი – ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას ვდებთ დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სინგაპურთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება 21.07.2026 23:16

პრემიერ-მინისტრს სინგაპურში ექნება სამუშაო შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდება ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიის (Fintech-ის) წარმომადგენლებს, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ მომსახურებას აწარმოებს.

 

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე, შეხვედრას გამართავს სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებელ დირექტორთან.

 

„სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და რეგიონულ ჰაბს. ანალოგიურა, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს. ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას ვდებთ დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ასევე იმაში, რომ საქართველო კიდევ უფრო ძლიერად წარმოადგენდეს ფინანსურ და ლოჯისტიკურ ჰაბს თავისივე რეგიონში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან, გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ