ირაკლი კობახიძე – პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა 22.07.2026 11:27

პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

 

„პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები", - წერს კობახიძე.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ