22.07.2026 15:22
საქართველოსა და სინგაპურს შორის ბევრ მსგავსებას ვხედავთ - ორ ქვეყანას მცირე მოსახლეობა ჰყავს, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებით გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ. ორივე ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ცენტრს უფრო ფართო რეგიონისთვის და სწორედ აქ არის უდიდესი შესაძლებლობა, - ამის შესახებ პიტ პატელმა განაცხადა, რომელიც არის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის, GFTN-ის აღმასრულებელი დირექტორი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტსა და შუა დერეფნის რეგიონში.
მისი თქმით, სინგაპურის მსგავსად, საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ჰაბი.
„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობა დავიწყეთ, რათა ერთობლივად განგვეხორციელებინა პროგრამა, რომლის ფარგლებში თბილისის ფინანსური სამიტი იმართება. ამ ინიციატივის მიზანია ყურადღების გამახვილება იმ დიდ ინოვაციებსა და ნიჭზე, რომელიც არსებობს საქართველოში, ასევე მთლიანად შუა დერეფნის რეგიონში, რადგან ჩვენ საქართველოსა და სინგაპურს შორის ბევრ მსგავსებას ვხედავთ - ორივე ქვეყანას მცირე მოსახლეობა ჰყავს, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებით გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ. ორივე ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ცენტრს უფრო ფართო რეგიონისთვის და სწორედ აქ არის უდიდესი შესაძლებლობა. სინგაპურის მსგავსად, საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ჰაბი. ასევე, როგორც სინგაპურმა შეძლო ბიზნესების, ნიჭიერი ადამიანებისა და ტექნოლოგიების მოზიდვა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, სწორედ აქ განთავსდნენ და შემდეგ მთელი რეგიონი მოიცვან, ზუსტად იმავე პროცესს ვხედავთ დღეს საქართველოშიც.
პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ოქტომბერში ვატარებთ და ვიწვევთ ყველას როგორც რეგიონიდან, ისე საქართველოდან, რათა ერთად შევიკრიბოთ თბილისის ფინანსურ სამიტზე", - განაცხადა პატ პატელმა.
ავტორ(ებ)ი :