23.07.2026 15:15
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილმა ელჩმა ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. კობახიძის თქმით, შეიცვალა საქართველოში გერმანიის ელჩი, რწმუნებათა სიგელი გადაეცა გერმანიის პრეზიდენტს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობათა გადატვირთვას.
ავტორ(ებ)ი :