მიხეილ სააკაშვილი – ჩამკეტეთ, რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა ციხიდან პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ ფუნქციას 29.07.2026 14:36

მთლიანად თუ ჩამკეტავთ და ხალხს არ დამანახებთ, არა უშავს, უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ. ლაპარაკობს, როგორც მიშა საუკეთესო დროს, მიხვრა-მოხვრა აქვს, როგორც მიშას და მთლიანად ჩემი ნააზრევი დაიდება მასზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ციხიდან გამოვა, როგორც გამოვიდა, მათ შორის, ნელსონ მანდელა".

 

„ასე რომ, ჩამკეტეთ, რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ამ ციხიდან. რაც უფრო დიდხანს მამყოფებთ, მით უფრო დიდია ალბათობა ამის. გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც ბრაზილიის დღევანდელი პრეზიდენტი გამოვიდა ციხიდან და გახდა პრეზიდენტი ისევ, როგორც მალაიზიის დღევანდელი პრემიერი პირდაპირ ციხიდან გახდა პრემიერი. თქვენ გააკეთებთ ამას, მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის" როლს და ფუნქციას, ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. ჩემი ფუნქციაა, ჩემთან ერთად მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს დამოუკიდებელი კურსი, სწრაფი განვითარება, თვალში გამოვახედოთ თითოეულ ქართველს. ჩვენ მოვიტანთ სამართლიანობას - ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალი მმართველობა არ იქნება მუდმივი რეპორტაჟით სასამართლოსა და ციხის კარებზე, ისევე როგორც არ იქნება ნიუსი მორიგი ობიექტის დანგრევაზე, იქნება მხოლოდ აღმშენებლობა. იმ სიმახინჯესაც კი არ დავანგრევთ, რაც ივანიშვილმა და კალაძემ ჩადგეს თუნდაც ამ ქალაქში. არ ვივლით ერთსა და იმავე საშინელ წრეზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საჭიროა მეტი ორგანიზებულობა და ინიციატივები.

 

„ონისე ოქრიაშვილი სცემეს. რამდენი ხალხი იყო, მათ შორის მისი ნაცნობი, რატომ არცერთმა გაანძრია ხელი? რატომ არ ამოიღეს ხმა? ჩვენ გვჭირდება მეტი ორგანიზებულობა, ინიციატივა და არა ის, რომ მუდმივად მსხვერპლის როლში ვიყოთ. უარს ვამბობთ მსხვერპლის როლში ყოფნაზე. კიდევ ახლა ვიღაც ქართველიშვილი თუ სომხიშვილი, ვიღაც მაიმახი მოვა თავის ჯოჯოებთან ერთად და ის გვცემს სადარბაზოებთან. ხელები და ფეხები რისთვის გაბიათ? ენა რისთვის გაქვთ, რომ შეეპასუხოთ სათანადოდ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ