ლევან მაჭავარიანი: მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა 29.07.2026 17:52

 

მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, სააკაშვილი მმართველობის დროსაც მძიმე მდგომარეობაში იყო.

„სააკაშვილი რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ეს იმ ცხრა წელმაც გვაჩვენა, როდესაც დაკომპლექსებული, გაბოროტებული ადამიანი, ერთპიროვნულად გარე ძალების მითითებით მართავდა საქართველოს და თუ რა დაატრიალა საქართველოში ესეც ყველას კარგად გვახსოვს. თუმცა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს",- აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ