მაკა ბოჭორიშვილმა და საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ემი დიაზმა შეხვედრაზე ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურეს -საგარეო საქმეთა სამინისტრო 31.07.2026 11:51

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„მხარეებმა ისაუბრეს მომავალ ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ