ნიკოლოზ სამხარაძე – ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, ზოგი მარადონას ან პელეს ირქმევდა, მგონი, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იმავეს აკეთებენ, არარსებულ თანამდებობებს ინაწილებენ 31.07.2026 17:23

ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, სადაც ზოგი მარადონას, პელეს ირქმევდა, მგონი, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშიც" იმავეს აკეთებენ - არარსებულ თანამდებობებს ინაწილებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

სამხარაძის თქმით, რა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტზეა საუბარი, როცა პარტიაში ისეთი დაპირისპირება აქვთ, რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ.

 

„ეს ყველაფერი სასაცილოა. სხვათა შორის, ქვეყნისთვის ეს ყველაფერი კარგია, რადგან თავადაც ილუზორულ მდგომარეობაში არიან", - აღნიშნა სამხარაძემ.

 

ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა: „მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს".

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ