მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან 31.07.2026 18:06

 

ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ახალი ადმინისტრაციისგან საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან სამართლიანი დამოკიდებულება იქნება.

„შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე ვიზიარებთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ აშშ-ს მხარესთან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული შინაარსით უნდა იყოს დატვირთული. როგორ და რა იქნება შინაარსი, ეს რა თქმა უნდა დიპლომატიური მუშაობისა და პოლიტიკური დიალოგის საგანია ამერიკულ მხარესთან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ