ირაკლი კობახიძე - 2029 წლისთვის ანაკლიის პორტი უკვე პირველ გემებს მიიღებს და პორტში არაერთი ქვეყნის ინტერესი იქნება წარმოდგენილი 02.08.2026 14:28

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2029 წლისთვის პირველ გემებს მიიღებს და ამ პორტში წარმოდგენილი იქნება არაერთი ქვეყნის ინტერესი.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.

„ძალიან დიდი ინტერესია ამ პორტის მიმართ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არის მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ასევე, არის ევროპული კომპანიები. შესაბამისად, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ პორტს. ჩვენი მიზანია, პირველი ფაზა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა. სწორი მიმართულებით მივდივართ. მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები. ჩვენ გვქონდა გარკვეული შეფერხება იმის გამო,რომ გადაიხედა კონტრაქტი. კონტრაქტის ღირებულება შემცირდა დაახლოებით 50 მლნ დოლარით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს და პირადად, ეკონომიკის მინისტრს. ახლა უკვე შეუფერხებლად გრძელდება სამუშაოები, რაც გვაძლევს ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ 2029 წლისთვის ეს პორტი უკვე პირველ გემებს მიიღებს და ამ პორტში წარმოდგენილი იქნება არაერთი ქვეყნის ინტერესი", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ