ირაკლი კობახიძე – მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული, რომ შოვში წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები, არის საკითხები, რაზეც არ შეიძლება სპეკულაციები 03.08.2026 17:06

იყო მთელი კასკადი ტყუილების, რაც გავრცელდა, სრული აბსურდი, რაზეც საუბრობდნენ მაშინ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არის უბრალოდ საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების განვრცობა, თუმცა აქაც კი სხვანაირად წარმართეს ჩვენმა ოპონენტებმა ეს ყველაფერი, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისთვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები.

 

„მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები, სამაშველო სამსახური იყო თავიდან ბოლომდე ჩართული, შსს იყო მთლიანად მობილიზებული, ჩართული იყო სხვადასხვა უწყება და ამაზე იყო კონცენტრირებული თითოეული სახელმწიფო უწყება და ასეთ დროს, პარალელურ რეჟიმში, ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები. ეს არის უბრალოდ დასანანი და ეს არის ის მაგალითი, რაზეც ვიღაცებმა რაღაცები უნდა ისწავლონ", - აღნიშნა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ