05.08.2026 13:52
„ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას სააკაშვილის დამოკიდებულება განაპირობებს, სადღაც გაიჟღერა კიდევაც, რომ თინა ბოკუჩავა გამოყენებული უნდა იყოს საერთაშორისო მდივნად, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი ექსტრემისტული პროცესების განვითარებისთვის ხელმძღვანელი გახდეს და სააკაშვილმაც პარტიაში რაღაც პოზიცია დაიკავოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, ეს ფორმულა შემოთავაზებული იყო, მაგრამ დაპირისპირებას რაიმე მოსაზრებების ჭიდილის ფორმა არ გააჩნია.
„ლიდერია ბელადი სააკაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელმძღვანელი ჟორჟოლიანი უნდა იყოს, რადგან ბოკუჩავამ ის ამოცანა ვერ შეასრულა, რასაც ციხის შტურმით აღება ჰქვია. ეს მიზანი ვერც ხაბეიშვილმა შეასრულა, თუმცა დაპირისპირება ბევრი იყო - დავალებები არ შესრულდა. როგორც ჩანს, სააკაშვილმა შიდა ფრონტზე მეტი ძალის მობილიზება ჩათვალა საჭიროდ და ჰგონია, რომ ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება. ფიქრობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარედან შეტევის სინქრონში ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება. ფაქტობრივად, სააკაშვილმა ომი გამოაცხადა. რევოლუციის რამდენი მცდელობა იყო, სადაც ყველგან სააკაშვილის სახელი იკითხებოდა. ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის" ახალი ვარცხნილობით და ახალი იმიჯით ახალი პოლიტიკის შეთავაზებას ცდილობს. შინაარსი არ შეცვლილა - დესტაბილიზაცია იყო და მომავალშიც სააკაშვილი სხვა ინტელექტუალურ დონეზე ასვლას არ აპირებს. პარტიის რებრედინგი ვერ მოხდება, რადგან მისი შინაარსი ვერ იცვლება. მხოლოდ მათი ამოცანის შემსრულებელი იცვლება.
სააკაშვილს ჰგონია, რომ ჟორჟოლიანი უფრო მეტი რესურსის მობილიზებას მოახდენს. „ნაცმოძრაობის" შინაარსი ხელისუფლებაშიც იგივე იყო, უბრალოდ, მაშინ მეტი რესურსი ჰქონდათ, სადისტური მეთოდებით ქვეყანა ემართათ. დღეს ამის შესაძლებლობა არ აქვთ და მათი ამოცანა რევოლუციაა. რევოლუციაზე „ნაცმოძრაობის" იდეა არ შეიცვლება, პარტიის თავმჯდომარე გინდ ბოკუჩავა იყოს, გინდ - ხაბეიშვილი და გინდ - ჟორჟოლიანი. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად განავითარებს დესტაბილიზაციას", - განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :