05.08.2026 17:35
„ნაციონალური მოძრაობის" რუსოფობია გამოგონილი ამბავია, ისინი ანტირუსები არანაირად არ არიან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესები გაეტარებინათ.
„ამას ადასტურებს ის, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს. ომიდან მალე, რუსეთს სავიზო რეჟიმი მოუხსნეს და რუს ტურისტებს მაღალი თანამდებობის პირები ლარსზე ხვდებოდნენ. არაერთი წარმომადგენელი ჰყავდათ, რომელიც რუსეთში მუშაობდა. კულტურის არაერთი წარმომადგენელი ჰყავდათ, რომელიც რუსეთში კონცერტებს ატარებდა და მღეროდა. ეს ყველაფერი 2008 წლის შემდეგ ხდებოდა. ამიტომ, მათი დღევანდელი პროპაგანდა იაფფასიანი და მდაბიო პროპაგანდაა, რადგან არავის ავიწყდება, რას აკეთებდნენ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე. კიდევ უფრო დიდი სირცხვილი ის არის, თუ რუსეთის დიდი კრიტიკოსი მას შემდეგ გახდი, რაც ის უკრაინაში შეიჭრა და არად იგდებდი იმ ფაქტს, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას ახდენდა და ქართველობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან გამოყარა. თუ შენი თანამოქალაქის გაჭირვება უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო", - განაცხადა სამხარაძემ.
ავტორ(ებ)ი :