ლაშა ფარულავა – გია ბარამიძემ, შეიძლება, კონკრეტული ფრაზა და კონტექსტი არასწორად გამოიყენა, მაგრამ მოიხადა ბოდიში, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს 10.08.2026 14:38

გია ბარამიძემ, შეიძლება, კონკრეტული ფრაზა და კონტექსტი არასწორად გამოიყენა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოიხადა ბოდიში, ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს.

 

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა, სუნერენიტეტი, თავისუფლება ფიზიკურად დაგვიცვავს და კი, საქართველომ რომ გაიმარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის, არის ჩვენი, ყველას დამსახურება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ პოლიტიკურ სპეკულაციას და მანიპულაციას ყველა თავს დაანებებს. ადამიანმა უკვე საკუთარი ფასი გადაიხადა, ბოდიში მოიხადა და ეს თემა დახურულია.

 

არაერთხელ გვითქვამს, რომ გია ბარამიძეს რუსეთის მხრიდან უკვე მისჯილი აქვს ექვსი წელი და ექვსი თვე და ამ ბრალდების გაგრძელებაა ის, რასაც ახლა პროკურატურა ცდილობს, რადგან გია ბარამიძემ განმარტა, რას ეხებოდა საკითხი. ფაქტია, როდესაც 90-იან წლებზეა საუბარი, მე გამიჭირდება კონკრეტული პასუხების გაცემა, რადგან ბავშვი ვიყავი. არსებობს გია ბარამიძის პასუხი, სადაც მან, ერთი მხრივ, ბოდიში მოიხადა, მეორე მხრივ კი, დააზუსტა, რას გულისხმობდა. აქ არაფერი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მანიპულაცია და ხელისუფლების მცდელობა, რომ როგორმე პოლიტიკური ოპონენტი ციხეში გამოკეტონ",- განაცხადა ფარულავამ.

 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია ბარამიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, სადაც მან ქართველ მეომრებს ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი, გამოძიება დაიწყო. საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულმა მოწმეებმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი სიცრუეში დაადანაშაულეს, მის განცხადებას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდეს და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. თუმცა თავად ბარამიძე მიიჩნევს, რომ კონტექსტი დაუმახინჯეს და მის წინააღმდეგ საქმეში რეალურად პოლიტიკური მოტივები დევს.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ