მიხეილ სააკაშვილი – ჩემთვის გაუგებარია იმ 11.08.2026 18:52

გაუგებარია იმ „ოპოზიციონერების" აღტკინება, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ამ ნამდვილ მტერს უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ რუსეთ-საქართველოს ომისას ქართულ მხარეს ომის კანონები არ დაურღვევია.

 

„ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა. თუმცა, გარდა რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის პიარული საქმის დაწყებისა იმ განცხადებაზე, რომელიც 10 დღის თავზე გაახსენდათ ჩვენი წარმატებული ყრილობის გადასაფარად, იმ „ოპოზიციონერების" აღტკინება უფრო გაუგებარია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ სამარცხვინო ქალს, საქართველოს ნამდვილ მტერს, უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდით და ქება-დიდებას არ აკლებდნენ.

 

ყველანაირ ფარისევლობას აქვს საზღვარი და ყველამ თავის თავში ჩაიხედოს. თან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, კარგა ხანია, რაც ამხილა ქოც-რუსების და მათი დასმული სალომეს ტყუილი, როცა ნათლად ჩაწერა დასკვნაში, რომ ქართულ მხარეს ომის კანონები არ დაურღვევია. (და უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვა, რასაც მოღალატეები გვაბრალებენ, სწორედაც რომ ომის დანაშაულია)", - წერს სააკაშვილი.

 

მიხეილ სააკაშვილი ბანერს აზიარებს, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტოა შემდეგი წარწერით: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა... როგორ ვთქვათ, რომ მთლიანობა გვინდა?"

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ