მიხეილ სააკაშვილი – ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე 14.08.2026 14:17

ძვირფასო ნიკა გვარამია, რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სააკაშვილი ეხმაურება „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტს, რომ „ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად საზოგადოებას სჭირდება არა დონკიხოტობა ან ჰამლეტობა, არამედ ავთანდილობა, ერთად უნდა დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე".

 

როგორც სააკაშვილი წერს, „ჩვენც არ დაგეთანხმებოდით და ყველანი დავრჩებოდით ჩვენს პოზიციაზე და ყველანი გავაგრძელებდით ჩვენს გზას. ავთანდილს თუ FB გვერდი აქვს, არ დათაგოთ, არ შეატყობინოთ", - წერს სააკაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ