საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა 24.08.2026 17:05

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების რიგით მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის თანამშრომლობას მოითხოვს.

 

თამარ ბაგრატიონის შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.

 

„ჩვენი ეროვნული იდენტობა ეფუძნება შვიდ მარადიულ საყრდენს - ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

 

პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.

 

თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ