25.08.2026 20:44
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური ულოცავს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს და ყაზახეთის ხალხს.
„ვულოცავ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ყაზახი ხალხის კეთილდღეობას", - წერს კობახიძე.
ავტორ(ებ)ი :