შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ქადაგიშვილი – "ნაციონალური მოძრაობა" არის დესტრუქციული ორგანიზაცია, ეს დესტრუქცია კი მათი ლიდერებისა და წევრების ქცევის წესად არის ჩამოყალიბებული 05.09.2026 16:55

„ნაციონალური მოძრაობა" შინაარსით არის დესტრუქციული ორგანიზაცია, ხელისუფლებაში და ახლა ოპოზიციაში ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციით არის დაკავებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება ბევრი მიზეზის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის, პიროვნული წყენით.

 

„ეს დაპირისპირება არახალია, გამოწვეულია ბევრი მიზეზის გამო. აქ არის პიროვნული მიზეზები, პიროვნული წყენები. საფუძველი, საიდანაც ეს დაპირისპირება იწყება, ღრმავდება და ტოტალურ ხასიათს იღებს, გახლავთ ის, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობა" შინაარსით არის დესტრუქციული ორგანიზაცია. ხელისუფლებაში ყოფნის და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული, ეს დესტრუქცია კი მათი ლიდერებისა და წევრების ქცევის წესად არის ქცეული", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ნიკანორ მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს ფიცულობდა, ახლა დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე საკნიდან ჩემი მიმართულებით".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ