08.09.2026 09:57
ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთ-ბრალდებების მორიგი ტალღაა - დაპირისპირება ამჯერად "ნაციონალურ მოძრაობას", პარტია "ახალსა" და ყოფილ "გირჩს" შორის გამწვავდა.
პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს განხეთქილების შეტანის მცდელობასა და სხვისი რესურსით პოლიტიკურ მანიპულირებაში ადანაშაულებენ. კრიტიკის მთავარი თემა ისევ ამომრჩევლისა და პოლიტიკური კაპიტალის გადანაწილებაა. ლიდერები ერთმანეთს ფარულ კოორდინაციასა და შესაძლო კოალიციებზე მიანიშნებენ, თუმცა ბრალდებებს ყველა მხარე უარყოფს.
აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს მმართველი გუნდი.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედი ყოფილი თუ მოქმედი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, საბოლოო ჯამში, ერთი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ნაწილია.
"ყოფილი, ახალი, ძველი, განახლებული "ნაცი" არ არსებობს, ეს ადამიანები არიან "კოლექტიური ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, რა ნომერიც არ უნდა ჰქონდეთ მინიჭებული ცესკოს მხრიდან, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი დიდი "კოლექტიური ნაცმოძრაობა". შეიძლება რაღაც პიროვნული დაპირისპირება არსებობდეს კონკრეტულად სხვადასხვა განშტოებას შორის ამ "კოლექტიური ნაცმოძრაობის", თუმცა, საბოლოო ჯამში, ისინი ემსახურებიან ყველაფერს იმას, რაც არის საქართველოს წინააღმდეგ", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.
ავტორ(ებ)ი :